"ვისი სატრანსფერო ფასი გახდება მალე 100 მილიონი?" | Marca კვარას ვარაუდობს » სპორტის ხაზი

"ვისი სატრანსფერო ფასი გახდება მალე 100 მილიონი?" | Marca კვარას ვარაუდობს

"ვისი სატრანსფერო ფასი გახდება მალე 100 მილიონი?" | Marca კვარას ვარაუდობს
22-01-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ, კერძოდ Marca-მ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ყველაზე დიდი შანსი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში მათი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი გახდეს.

სასიხარულოა, რომ ესპანურმა გამოცემამ ამავე სიის ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა, რომელსაც Marca დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს:

"ქართველი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა, ისევე როგორც მისი ამჟამინდელი კლუბი. ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა და მისი მწვანე მინდორზე დადგმული სენსაცია გვაფიქრებინებს, რომ ის მალე მსოფლიო ფეხბურთის გრანდში გადავა. მაგალითად, ქართველის შესახებ აღიარებითი სიტყვები იურგენ კლოპისგან უკვე მოსმენილი გვაქვს."

"მიუხედავად ამისა, საგულისხმოა, რომ პარტენოპეის მხარეს 3 დამატებითი ქულაა. პირველი, ეს ფეხბურთელის ხანგრძლივი კონტრაქტია (2027-2028), მეორე თავად ქართველის სურვილია, რომ ნეაპოლში დიდი ხნით დარჩეს და მესამე, აურელიო დე ლაურენტისთან ამ საკითხებზე ლაპარაკი და დადებითი შედეგის მიღება მსოფლიოში ურთულესი რამეა."
- წერს მარკა.

ცნობისთვის, ესპანურმა გამოცემამ ამავე სიის კანდიდატებად ჯუდ ბელინგები, ჰარი კეინი, იოშკო გვარდიოლი, ვიქტორ ოსიმენი, რაფაელ ლეაო, დეკლან რაისი და სხვები შეიყვანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.