FourFourTwo-მ ევრო 2024-ის საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა - მერამდენე ადგილზეა სანიოლი? » სპორტის ხაზი

FourFourTwo-მ ევრო 2024-ის საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა - მერამდენე ადგილზეა სანიოლი?

FourFourTwo-მ ევრო 2024-ის საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა - მერამდენე ადგილზეა სანიოლი?
28-05-2024, 19:24
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა საფეხბურთო გვერდმა, FourFourTwo-მ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების რეიტინგი შეადგინა და საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ვილი სანიოლი მე-15 ადგილზე გაიყვანა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ფეხბურთელის რანგში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად გახდა, ხოლო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი – საფრანგეთის ეროვნულ გუნდში. მან საქართველოსთვის ისტორია დაწერა, გუნდი პირველად ითამაშებს დიდ საფეხბურთო ტურნირზე“

რეიტინგში პირველ ადგილზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამია, მეორეზე იტალიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი – ლუჩანო სპალეტი, ხოლო მესამეზე იულიან ნაგელსმანი (გერმანია) გავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი