რამდენს მიიღებს საქართველო ევრო 2024-ის ჯგუფში თითო გამარჯვებაზე? » სპორტის ხაზი

რამდენს მიიღებს საქართველო ევრო 2024-ის ჯგუფში თითო გამარჯვებაზე?

რამდენს მიიღებს საქართველო ევრო 2024-ის ჯგუფში თითო გამარჯვებაზე?
28-05-2024, 16:48
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატი თურქეთთან შეხვედრით იწყება, რასაც თან მოსდევს მატჩი ჩეხეთთან, ბოლოს კი პორტუგალიასთან.

საინტერესოა თუ რამდენს მიიღებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯგუფურ ეტაპზე ეროვნული ნაკრების თითოეული გამარჯვებისთვის.

როგორც ოფიციალურ წყაროებშია მითითებული, ჯგუფში თითო გამარჯვება 860 000 ევროს უდრის, 429 000 კი ფრის შემთხვევაში გამოიყოფა. ამავე წყაროში მითითებულია ისიც, რომ მატჩის წაგებაზე გუნდი ვერანაირ ფულად პრიზს ვერ მიიღებს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, წერენ იმასაც, რომ ყველა მატჩის წაგების შემთხვევაშიც კი ნებისმიერ ნაკრებს 9.25 მილიონ ევრომდე გამომუშავება შეუძლია (მონაწილეობის ჯილდოს გამო).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი