2027 წლამდე - გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტესთან კონტრაქტი განაახლა » სპორტის ხაზი

2027 წლამდე - გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტესთან კონტრაქტი განაახლა

2027 წლამდე - გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტესთან კონტრაქტი განაახლა
28-05-2024, 13:31
Aa Aa
გაზიარება:

Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტეში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

ზემოაღნიშნული წყაროს მტკიცებით, ქართველმა ფეხბურთელმა ლევანტესთან არსებული კონტრაქტი კიდევ 3 წლის ვადით გაახანგრძლივა.

24 წლის მოთამაშემ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში ლევანტეს მაისური ჯამურად 24-ჯერ მოირგო, რა დროშიც ქოჩორაშვილმა 2 გოლის გატანა მოახერხა.

ქართველი ნახევარმცველი ლევანტემდე ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა კასტელონი და იბერია 1999 (ძველი საბურთალო).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი