ხვალ სერია A-ს მე-13 ტურში ერთმანეთს "ნაპოლი" და "ატალანტა" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იძენს, რადგან ორივე გუნდი იტალიის ჩემპიონატის პირველ-მეორე ადგილოსანია.
"ნაპოლი" - ნეაპოლური გუნდი იდეალური ფორმაშია. მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მარცხისა, გუნდმა ჯგუფში მაინც პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა. პარტენოპეი კარგად გამოიყურება იტალიის ჩემპიონატშიც, სადაც გუნდი დაუმარცხებელია. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა გუნდმა ყველა შეხვედრა მოიგო, განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ბოლო გამარჯვება "სასუოლოს" წინააღმდეგ 4-0 (აღსანიშნავია იმ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეული თამაში).
ნეაპოლელთა გულშემატკივრებისთვის ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სერია A-ს ბომბარდირთა ტოპ 3-ში ორი იტალიური კლუბის წარმომადგენელია. პირველ ადგილზე ვიქტორ ოსიმენია, რომლის ანგარიშზე 7 გოლი და 1 ასისტია. მესამე ადგილს კი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს 6 გოლით და 5 საგოლე გადაცემით.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში იტალიელთა და ქართველთა გულშემატკივრებისთვის სამწუხარო ინფორმცია გავრცელდა. "ნაპოლის" ხვალ ერთ-ერთი ლიდერი - ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდება, რომელიც უმნიშვნელოვანეს შეხვედრას წელის ტკივილის გამო გამოტოვებს. ქართველი ფეხბურთელი გუნდს ბერგამოში სწორედ ამ მიზეზის გამო არ გაჰყვა.
"ატალანტა" - პიერო ჯან გასპერინის შეგირდები სერია A-ს ამ სეზონში დამაჯერებელ შთაბეჭდილებას ტოვებენ. იტალიურმა კლუბმა ბოლო 12 მატჩიდან თერთმეტი მოიგო და მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა "ლაციოსთან", ანგარიშით 0:2.
აღსანიშნავია, რომ გუნდს ხვალინდელ შეხვედრაში ვერ დაეხმარება ზაპაკოშტა, დე რუნი და მურიელი.
სავარაუდო შემადგენლობები :
"ატალანტა" (3-4-1-2) - მუსო, ტოლოი, დემირალი, ჯიმსიტი ; ჰატებური, ჩალვინი, კოოპმაინერსი, მეჰლე ; პაშალიჩი, ჰიოჯლუნდი, ლუკმენი
"ნაპოლი" (4-3-3) - მერეტი, დი ლორენცო, კი მინ ჯე, ხუან ჯესუსი, მარიო რუი ; ანგისა, ლობოტკა, ზელენსკი ; ლოზანო, ოსიმენი, რასპადორი.შეგახსენებთ იმასაც, რომ მატჩი ხვალ, თბილისი დროით 21:00 საათზე არის ჩანიშნული.