ზარი სელტიკიდან - ირაკლი აზაროვი შოტლანდიური გრანდისკენ მიიწევს? » სპორტის ხაზი

ზარი სელტიკიდან - ირაკლი აზაროვი შოტლანდიური გრანდისკენ მიიწევს?

ზარი სელტიკიდან - ირაკლი აზაროვი შოტლანდიური გრანდისკენ მიიწევს?
28-05-2024, 11:59
Aa Aa
გაზიარება:

შოტლანდიურმა გამოცემამ, კერძოდ Inside Celtic-მა დაწერა, რომ სელტიკი დონეცკის შახტარის ქართველი მცველის, ირაკლი აზაროვის ტრანსფერითაა დაინტერესებული.

22 წლის განაპირა მცველმა უკრაინის ეროვნულ ლიგაში შახტართან ერთად 22 შეხვედრა ითამაშა, 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და პირველობისთვის ბრძოლაში ტიტულსაც დაეუფლა.

ზემოაღნიშნული გამოცემის მტკიცებით, უკრაინულ კლუბს ირაკლი აზაროვის გაყიდვის შემთხვევაში 6 მილიონი ევროს აღება აქვს გადაწყვეტილი.

ირაკლი აზაროვი შახტარში 2023/2024 წლების სეზონიდან თამაშობს, იქამდე კი ქართველს ცრვენა ზვეზდაში, დინამო ბათუმსა და დინამო თბილისში აქვს ნათამაშები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი