"მას ზოგჯერ არც უნდა უსმინო" - სპალეტიმ დე ლაურენტისის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა? » სპორტის ხაზი

"მას ზოგჯერ არც უნდა უსმინო" - სპალეტიმ დე ლაურენტისის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა?

"მას ზოგჯერ არც უნდა უსმინო" - სპალეტიმ დე ლაურენტისის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა?
28-05-2024, 11:43
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრების და ნაპოლის ყოფილ დამრიგებელს, ლუჩანო სპალეტის კომენტარის გაკეთება ანტონიო კონტესთან დაკავშირებით სთხოვეს, რომელიც ნაპოლის ჩაბარებასთან საკმაოდ ახლოსაა.

"რას ვეტყოდი ანტონიოს? მაგალითად, იმას, რომ თავად გარკვეულ ეტაპზე დე ლაურენტისის მოსმენა უბრალოდ შევწყვიტე", - თქვა სპალეტიმ და გამოცემათა აზრით, სპალეტიმ ამ სიტყვებით კონტე ნაპოლის პრეზიდენტის სიფიცხისა და სიჯიუტის შესახებ წინასწარვე გააფრთხილა.

თავად სპალეტი რამდენიმე კვირაში იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს და შეეცდება, რომ ჯგუფური ეტაპი ხორვატიის, ესპანეთისა და ალბანეთის ნაკრებთა პირისპირ წარმატებით გაიაროს.

შეგახსენებთ, რომ 2022/2023 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის ნანატრი სკუდეტო სწორედ ლუჩანო სპალეტიმ მოუტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი