"მასში ეს თვისება მოსწონს ყველაზე მეტად" - კვარაცხელია ენრიკეს სურს » სპორტის ხაზი

"მასში ეს თვისება მოსწონს ყველაზე მეტად" - კვარაცხელია ენრიკეს სურს

"მასში ეს თვისება მოსწონს ყველაზე მეტად" - კვარაცხელია ენრიკეს სურს
28-05-2024, 00:42
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ევროპულ მედიაში აქტიურად საუბრობენ.

ყველაზე აქტიურად პარი სენ-ჟერმენის სახელს ახსენებენ, რომელსაც 23 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება სურს. ამ თემას კიდევ ერთი სიახლე დაემატა, რომელსაც ფრანგულ მედიაში ავრცელებენ. კონკრეტულად, საუბარია იმის შესახებ, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატება უშუალოდ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს სურვილია.

"ლუის ენრიკეს სწრაფი გარემარბის დამატება სურს, რომელსაც ერთი-ერთზე თამაში ძალიან კარგად შეუძლია. მას ქართველი ფეხბურთელის პროფილი შესთავაზეს და ის ძალიან მოიწონა. ლუჩოს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია იმ კატეგორიის ფეხბურთელია, რომლის დამატებაც მას სურს"

ხვიჩა კვარაცხელიამ 2023/24 წლების სეზონში იტალიის სერია A-ში 34 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტის მოპოვება შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი