კრიშტიანუს შეუძლია დღეს მორიგი რეკორდი დაამყაროს » სპორტის ხაზი

კრიშტიანუს შეუძლია დღეს მორიგი რეკორდი დაამყაროს

კრიშტიანუს შეუძლია დღეს მორიგი რეკორდი დაამყაროს
27-05-2024, 18:24
Aa Aa
გაზიარება:

"ალ ნასრში" მოასპარეზე კრიშტიანუ რონალდუს დღეს შეუძლია მორიგი რეკორდი დაამყაროს.

კერძოდ, თუ იგი დღეს გოლს გაიტანს, საუდის პრო ლიგაში ეს მისთვის მიმდინარე სეზონში 34-ე იქნება და აბდერაზაკ ჰამდალაჰის რეკორდს გაიმეორებს.

მოროკოელმა ფეხბურთელმა 2018/19 წლებში შეძლო ამ რეკორდის დამყარება, ახლა კი კრიშტიანუ მას 1 ბოლო ტურის წინ ერთი გოლით მიუახლოვდა.

იმ შემთხვევაში, თუ რონალდუ მინიმუმ 2 გოლს გაიტანს, ყველაფერი მისთვის სასიკეთოდ წავა და იგი ჰამდალაჰის რეკორდს დაამხობს.

"ალ ნასრს" სეზონის ბოლო დაპირისპირება დღეს საღამოს, "ალ იტიჰადის" წინააღმდეგ უწევს, რომელიც მას ცხრილში 3 პოზიციითა და 25 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი