ლუკა მოდრიჩი სამშობლოში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა » სპორტის ხაზი

ლუკა მოდრიჩი სამშობლოში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ლუკა მოდრიჩი სამშობლოში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
27-05-2024, 12:48
Aa Aa
გაზიარება:

"რეალის" ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი სამშობლოში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მისი უშუალო კონკურენტი მატეო კოვაჩიჩი გახლდათ, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავს, მაგრამ ლუკას ამ ტიტულის მოპოვებაში ბადალი არ ჰყავს.

კერძოდ, 38 წლის ნახევარმცველმა საუკეთესო ხორვატი ფეხბურთლის წოდება ზედიზედ მე-8-დ მოიგო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლუკას ეს ტიტული სულ 12-ჯერ აქვს მოგებული.

მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 2 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. ყველა ტურნირზე მოდრიჩმა 45 მატჩი ჩაატარა და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო. იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი