BREAKING: ბარსელონას მომავალ სეზონში ჰანსი ფლიკი გაწვრთნის » სპორტის ხაზი

BREAKING: ბარსელონას მომავალ სეზონში ჰანსი ფლიკი გაწვრთნის

BREAKING: ბარსელონას მომავალ სეზონში ჰანსი ფლიკი გაწვრთნის
26-05-2024, 23:35
Aa Aa
გაზიარება:

ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ჰანსი ფლიკი და "ბარსელონა" ყველაფერზე შეთანხმდნენ და მომავალ სეზონში კატალონიურ გრანდს სწორედ გერმანელი სპეციალისტი გაწვრთნის.

ყველაფერი მომდევნო კვირაში გაოფიციალურდება, როცა ფლიკი ბარსელონაში ჩავა და კონტრაქტზე ხელს მოაწერს.

ჰანსი ის მწვრთნელი გახლავთ, რომელმაც "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ცუდი მარცხი აწვნია, როდესაც "ბაიერნის" თავკაცობისას კატალონიელებს ანგარიშით 8-2 გადაუარა.

ამ ჯოჯოხეთური მატჩის შემდეგ "ბარსელონას" ქომაგები შეეცდებიან გერმანელი სპეციალისტი შეიყვარონ.

ცნობისთვის, მან "ბაიერნის" რიგებში 86 მატჩი ჩაატარა და კლუბთან ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა, ამ ყველაფერს კი ჩემპიონთა ლიგაც დაუმატა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი