იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში ნაპოლი შინ ლეჩეს დაუპირისპირდება და სეზონის კარგ ნოტაზე დასრულებას შეეცდება.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კი ცნობილმა იტალიურმა გამომცემამ CALCIOMERCATO-მ გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გაგვაცნო.
ნაპოლი (4-3-3): მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგორი, ჟუან ჟესუს, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, კაჟუსტე, პოლიტანო, სიმეონე, კვარაცხელია.
ბევრი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ხვიჩას დაასვენებდა, თუმცა იტალიური წყაროები როგორც სჩანს ასე არ ფიქრობენ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.