ევრო 2024-ზე ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბს რამაზ სვანაძე შეუერთდება! » სპორტის ხაზი

ევრო 2024-ზე ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბს რამაზ სვანაძე შეუერთდება!

ევრო 2024-ზე ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბს რამაზ სვანაძე შეუერთდება!
25-05-2024, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე და ფიზმომზადების სპეციალისტი ბონდო გოცირიძე ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებს შეუერთდებიან – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მანამდე სვანაძე და გოცირიძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან საერთაშორისო ამხანაგური მატჩისთვის მოამზადებენ, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 6 ივნისს გაიმართება.

რამაზ სვანაძე და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრი ბონდო გოცირიძე ეროვნული გუნდის მოსამზადებელ პროცესში 2022 წელს, ერთა ლიგის მატჩების პერიოდშიც მონაწილეობდნენ – ვფიქრობთ, რომ ეს პრაქტიკა ევროპის ჩემპიონატზე ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბსაც გააძლიერებს."- განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი