ცნობილია! - ვის დაუპირისპირდება მიქაუტაძის "მეცი" ლიგა 1-ის საგზურის მოსაპოვებლად » სპორტის ხაზი

ცნობილია! - ვის დაუპირისპირდება მიქაუტაძის "მეცი" ლიგა 1-ის საგზურის მოსაპოვებლად

ცნობილია! - ვის დაუპირისპირდება მიქაუტაძის "მეცი" ლიგა 1-ის საგზურის მოსაპოვებლად
25-05-2024, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძის მეცმა საფრანგეთის ლიგა 1-ში განვლილი 34 ტურის შემდეგ, 29 ქულა დააგროვა და რეგულარული სეზონი მე-16 პოზიციაზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად პლეი ოფის შეხვედრების გამართვა მოუწევს.

პლეი ოფის ფინაურ სტადიაზე მოსახვედრად კი მეცის მეტოქე უკვე გაირკვა. თავდაპირველად ერთმანეთს პარიზი და როდეზი დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელს თერთმეტმეტრიანების სერიის შედეგად დარჩა. შემდგომ კი როდეზი უკვე სენტ ეტიენს შეხვდა და "მწვანეებმა" 2:0 იმარჯვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცს სწორედ სენტ ეტიენთან შეხვედრა მოუწევს.

პირველი მატჩი 30 მაისს გაიმართება და მიქაუტაძის გუნდი სტუმრის რანგში იქნება წარმოდგენილი. საპასუხო დაპირისპირება კი უკვე 2 ივნისს ჩატარდება, სადაც საბოლოოდ გაირკვევა თუ რომელი გუნდი ითამაშებს მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში და რომელი მათგანი დაქვეითდება.

მოგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის აწ.უკვე დასრულებულ სეზონში, ქართველმა შემტევმა 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი მეცს იანვარში იჯარით დაუბრუნდა და სეზონის პირველი ნახევარი ამსტერდამის აიაქსში გაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი