გუცაევი : "აზაროვი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებდა" » სპორტის ხაზი

გუცაევი : "აზაროვი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებდა"

გუცაევი : "აზაროვი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებდა"
25-05-2024, 16:38
Aa Aa
გაზიარება:

თბილისის დინამოს ლეგენდამ, ვლადიმერ გუცაევმა გადაცემა ტაიმაუტში მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.

ჩვენთვის ისტორიული მომენტია, რადგან ამას ქართული საზოგადოება 30 წელზე მეტ ხანს ელოდა. ამ ბიჭების თაობამ მართლაც ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია.

წინასწარ მინდა, რომ წარმატება გისურვოთ. ერთი საქმეა, რომ დიდ საერთაშორისო სანაკრებო ტურნირზე გახვალ და მეორეა, იქ იბრძვი და კიდევ უფრო მაღალ შედეგს აჩვენებ.

არ შემიძლია, აზაროვის საკითხს არ შევეხო. აშკარად ნიჭიერი ბიჭია, „შახტარში“ სულ თამაშობს და ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა. სანიოლმა ის 26-კაციან სიაში არ შეიყვანა. ჩემი აზრით, ამაში მართალი არ არის, რადგან ის ევრო 2024-ზე წაყვანას იმსახურებდა
, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი