"რონალდოს წინააღმდეგ თამაში? მხოლოდ ამას გეტყვით" - ლაშა დვალი ევროპის ჩემპიონატზე » სპორტის ხაზი

"რონალდოს წინააღმდეგ თამაში? მხოლოდ ამას გეტყვით" - ლაშა დვალი ევროპის ჩემპიონატზე

"რონალდოს წინააღმდეგ თამაში? მხოლოდ ამას გეტყვით" - ლაშა დვალი ევროპის ჩემპიონატზე
25-05-2024, 16:22
Aa Aa
გაზიარება:

ირველი არხის გადაცემა საფეხბურთო ტაიმაუტში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე და საქართველოს შანსებზე ისაუბრა:

„მონდომება მანამდეც არ გვაკლდა, თუმცა უფრო თავდაჯერებულები გავხდით. ყველას გვქონდა თავში, რომ ორ თვეში ევროპის ჩემპიონატი იწყება, სადაც ვალდებულები ვართ, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

ამბობენ, წნეხის გარეშე უკეთ გამოგვდის თამაში. ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე წნეხი აუცილებელია, ეს საბერძნეთთან მატჩმაც აჩვენა. შეკრებაზე კარგად მოვემზადებით. მთავარია, ეს ჟინი და სულისკვეთება შევინარჩუნოთ. მეტოქეებს პატივს ვცემთ, თუმცა ზედმეტი დაფასებაც კარგი არაა.

რონალდუსთან მაქვს ნათამაშები, ყოველთვის სასიხარულოა დიდი ფეხბურთელის წინააღმდეგ გამოსვლა, ის კი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ფორმაში არაა, ბედნიერი ვიქნები, მის წინააღმდეგ თუ ვიასპარეზებ.

თბილისში სადაც არ უნდა მივიდე, ყველა წარმატებას მისურვებს, ქართველებისთვის უბედნიერესი დროა. მგონია, რომ ეს ბედნიერება მთელი ცხოვრება გამყვება. ამიტომ, ჩვენს გუნდს, გულშემატკივრებთან ერთად, წარმატებებს ვუსურვებ


შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნები" ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი