საუკეთესო თერთმეტეულში - გულიაშვილის წარმატება ბოსნიის ლიგაში » სპორტის ხაზი

საუკეთესო თერთმეტეულში - გულიაშვილის წარმატება ბოსნიის ლიგაში

საუკეთესო თერთმეტეულში - გულიაშვილის წარმატება ბოსნიის ლიგაში
25-05-2024, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, გიორგი გულიაშვილი ბოსნიის შიდა ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.

გულიაშვილმა სეზონი სარაევოში დაიწყო, რომელმაც ქართველი ველეზში გაანათხოვრა, ამ უკანასკნელმა კი საბოლოოდ იმაზე მაღალი პოზიცია დაიკავა, ვიდრე ეს სარაევომ გააკეთა.

რაც შეეხება გულიაშვილს, მის ანგარიშზე რვა გატანილი გოლი და ერთი გაკეთებული საგოლე გადაცემა გახლდათ. საუკეთესოობის შესახებ ინფორმაცია Geo Team-მა გამოაქვეყნა.

22 წლის გიორგი გულიაშვილს სარაევოსა და ველეზამდე იბერია 1999-ში (ძველი ვერსიით, საბურთალო) აქვს ნათამაშები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი