ფრანგი ჟურნალისტი: "ზურიკოს ბორდოდან წასვლა გარდაუვალი ჩანს" » სპორტის ხაზი

ფრანგი ჟურნალისტი: "ზურიკოს ბორდოდან წასვლა გარდაუვალი ჩანს"

ფრანგი ჟურნალისტი: "ზურიკოს ბორდოდან წასვლა გარდაუვალი ჩანს"
25-05-2024, 15:01
Aa Aa
გაზიარება:

France Bleu-ს ჟურნალისტმა, კლერმან კარპანტიემ ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველის საფრანგეთიდან წასვლის დიდი შანსები არსებობს.

"მხოლოდ ერთს ველი, ის ბორდოდან უნდა წავიდეს. ამ კლუბში რთული ფინანსური სიტუაციაა და ეს მხოლოდ ბორდოს პრობლემა არ არის. თითქმის ყველა ფრანგული კლუბი იძულებულია, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს წარმატებული მოთამაშე გაყიდოს და ეკონომიკური მდგომარეობა ოდნავ მაინც დაასტაბილუროს."

"გარდა ამისა, ზურიკო საოცარ ფორმაშია და წესით, მან ევრო 2024-ზეც კარგად უნდა ითამაშოს. მან ბორდოში ორი სეზონის განმავლობაში ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთა, ახლა კი უფრო მაღალ დონეზე გადასვლა უნდა სურდეს."

"ჩემი აზრით, ბორდომ დავითაშვილი 7 მილიონ ევროზე ნაკლებად არ უნდა გაყიდოს"
, - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი ქართველ ფეხბურთელზე.

დავითაშვილმა ლიგა 2-ის სეზონში ბორდოს მაისურით 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი