"ხვალინდელი შეხვედრა რისკის შემცველი იქნება" - ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"ხვალინდელი შეხვედრა რისკის შემცველი იქნება" - ლუჩანო სპალეტი

"ხვალინდელი შეხვედრა რისკის შემცველი იქნება" - ლუჩანო სპალეტი
4-11-2022, 20:40
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს გასპერინის "ატალანტა" და სპალეტის "ნაპოლი" დაუპირისპირდებიან. სწორედ ამავე შეხვედრაზე ისაუბრა ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც თქვა, რომ ხვალინდელი შეხვედრა რისკის შემცველი იქნება:

"ხვალინდელი შეხვედრა რისკის შემცველი იქნება, რადგან ჩვენ ატალანტასთან ვთამაშობთ, გუნდთან, სადაც ბევრი კარგი მოთამაშეა, რომლებიც დიდი გუნდებისთვის დამახასიათებელ ფეხბურთს თამაშობენ."

"მსოფლიოს ჩემპიონატის პერიოდი? - მასზე ბევრს არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, მუნდიალს ნაპოლიზე დიდი გავლენა არ ექნება. არ აქვს მნიშვნელობა ვის რამდენი მოთამაშე ჰყავს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ვიღაცას ბევრი, ვიღაცას კი ცოტა. ჩემს გუნდში ჯანსაღი სიტუაციაა და ყველაფერი რიგზეა."

"ლივერპულთან ინგლისში თამაში? - სიმართლე გითხრათ, ენფილდს ცოტა ვუფრთხოდი, რადგან ლივერპული არის გუნდი, რომელიც ფეხბურთის განვითარების კურსს განსაზღვრავს. ხვალინდელი შეხვედრა ზუსტად ისეთი ტესტი იქნება, როგორიც ლივერპულთან იყო. ჩვენ სიღრმისეულად და დაკვირვებით უნდა ვითამაშოთ, რადგან ძლიერ გუნდსა და ძლიერ მწვრთნელს ვხვდებით." - ლუჩანო სპალეტი.

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელია შეხვედრას წელის ტკივილის გამო გამოტოვებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი