დებიუტანტების შედეგები - რა შანსი ექნება საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე? » სპორტის ხაზი

დებიუტანტების შედეგები - რა შანსი ექნება საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე?

დებიუტანტების შედეგები - რა შანსი ექნება საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე?
25-05-2024, 10:50
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 26 მარტს ისტორია დაწერა. ვილი სანიოლმა შეძლო და ახალი თაობის ფეხბურთელებთან ერთად ქვეყანა დიდ სანაკრებო ფორუმზე გაიყვანა.

ჩვენი ნაკრები ევრო 2024-ზე დებიუტანტი ქვეყანა იქნება, ჩვენ კი გადავხედოთ წინა ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულ შედეგებს თუ როგორ იასპარეზეს ევროპის პირველობაზე დებიუტანტმა ნაკრებებმა.

2020 წელი - ჩრდ.მაკედონია და ფინეთი

ამ ნაკრებმა ჯერ კიდევ 4 წლის წინ წაგვართვა შესანიშნავი შანსი იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გვეთამაშა. სამწუხაროდ, საქართველომ პლეიოფის ფინალის მასპინძლის სტატუსი ვერ გამოიყენა, მატჩი ცარიელი ტრიბუნების ქვეშ გაიმართა (პანდემიის გამო) და ქვეყანაში არსებული მუხტი ფეხბურთელებზე ვერ გადაიტანა. საქართველო ჩრდ.მაკედონიამ 0-1 დაამარცხა და ევრო 2020-ზე თავად გავიდა, რომელსაც ჯგუფური ეტაპის გავლა ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად მოუხდა. ერთი შეხედვით, არც ისე რთულ ჯგუფში მათ ბოლო ადგილი 0 ქულით დაიკავეს, 2 გოლი გაიტანეს და თავად 8 მიიღეს.

რაც შეეხება ფინეთს, მას ჯგუფში ოქროს თაობის ბელგია, დანია და რუსეთი ჰყავდა, ამ ჯგუფში კი სკანდინავიელები მე-3 პოზიციაზე გავიდნენ. ფინელებმა ჯგუფურ ეტაპზე 1 ბურთი გაიტანეს და 3 გაუშვეს. ამ მაჩვენებლით ფინეთი საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მე-5 ადგილზე გავიდა და ტურნირს დაემშვიდობა, არადა მათ მეოთხეზე გასულმა უკრაინამ მხოლოდ 1 პოზიციით აჯობა (საუკეთესო მესამეადგილოსნებიდან პლეიოფში 4 ნაკრები კვალიფიცირდა, 2 კი ტურნირიდან გავარდა).

წინა ევროპის ჩემპიონატს არ ეხება, მაგრამ ცალკე უნდა ვახსენოთ ისლანდიის ნაკრებიც, რომელმაც 2016 წელს სრული ფურორი მოახდინა და მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ამ პატარა და უნდა ითქვას, არასაფეხბურთო ქვეყანამ ევრო 2016-ზე 1/4-ფინალამდე მიაღწია, სადაც მომავალ ფინალისტ საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი