ახალი მიზნით - რა მიღწევის გაუმჯობესება შეუძლია ხვიჩას ევრო 2024-ზე? » სპორტის ხაზი

ახალი მიზნით - რა მიღწევის გაუმჯობესება შეუძლია ხვიჩას ევრო 2024-ზე?

ახალი მიზნით - რა მიღწევის გაუმჯობესება შეუძლია ხვიჩას ევრო 2024-ზე?
25-05-2024, 08:33
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი 18 ივნისს თურქეთთან დაპირისპირებით იხსნება, რასაც რამდენიმე დღის შუალედით ჯერ ჩეხეთი, შემდეგ კი ჯგუფის ლიდერი პორტუგალია მოჰყვება.

როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული გუნდის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. ქართველ შემტევს 15 გოლის გასატანად სულ რაღაც 29 შეხვედრის გამართვა დასჭირდა.

ხვიჩა ზემოაღნიშნული მაჩვენებლით საუკეთესოთა რიგებში მესამე პოზიციაზეა და ის თემურ ქეცბაიას მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება.

შესაბამისად, კვარას ექნება შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებს ლიდერის სტატუსით გაუძღვეს და ორი გოლის გატანის შემთხვევაში ბომბარდირთა დავის მეორე ადგილზე გადაინაცვლოს.

რაც შეეხება პირველ პოზიციას, ის 26 გატანილი გოლით შოთა არველაძეს ეკუთვნის, თუმცა, უდიდესი ალბათობით, ამ რეკორდის მოხსნა ქართველ ვარსკვლავს არ უნდა გაუჭირდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი