EURO 2024-ის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები - რომელ ადგილზეა მამარდა » სპორტის ხაზი

EURO 2024-ის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები - რომელ ადგილზეა მამარდა

EURO 2024-ის  ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები - რომელ ადგილზეა მამარდა
24-05-2024, 19:52
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებებს ფეხბურთელების 30 კაციანი განაცხადის წარდგენის ბოლო დღე აქვთ, რომელიც შეუძლიათ 7 ივნისამდე 26-მდე დაიყვანონ.

იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ყველა გუნდის სია ცნობილია, შეგვიძლია სტატისტიკების თვლა უფრო თამამად დავიწყოთ.

მაგალითად, შესაძლებელია დავადგინოთ EURO 2024-ზე მოასპარეზე ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიის ათეული, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი მე-5 ადგილზეა.

1. დიოგო კოშტა - 45 მლნ. (პორტუგალია, "პორტუ")
2. ჯანლუიჯი დონარუმა - 40 მლნ. (იტალია, "პსჟ")
3. გრეგორ კობელი - 40 მლნ. (შვეიცარია, "დორმტუნდი")
4. მაიკ მენიო - 40 მლნ. (საფრანგეთი, "მილანი")
5. გიორგი მამარდაშვილი - 35 მლნ. (საქართველო, "ვალენსია")
6. გუგლიელმო ვიკარიო - 35 მლნ (იტალია, "ტოტენჰემი").
7. დავიდ რაია - 35 მლნ (ესპანეთი, "არსენალი").
8. იან ობლაკი - 30 მლნ (სლოვენია, "ატლეტიკო").
9. მარკ-ანდრეა ტერ შტეგენი (30 მლნ, "ბარსელონა").
10. ანატოლი ტრუბინი - 25 მლნ (უკრაინა, "ბენფიკა").


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი