ლუკა გაგნიძე : " დავრჩები თუ არა დინამოში? მხოლოდ ეს ვიცი" » სპორტის ხაზი

ლუკა გაგნიძე : " დავრჩები თუ არა დინამოში? მხოლოდ ეს ვიცი"

ლუკა გაგნიძე : " დავრჩები თუ არა დინამოში? მხოლოდ ეს ვიცი"
24-05-2024, 16:29
Aa Aa
გაზიარება:

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა გაგნიძემ Metaratings-თან მიცემულ ინტერვიუში თავის გეგმებზე ისაუბრა და უკმაყოფილებაც არ დამალა:

"ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სათამაშო დროით კმაყოფილი ვარ. ყველა ფეხბურთელს, განურჩევლად ასაკისა, სურს ითამაშოს. მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. დავრჩები თუ არა დინამოში? ახლა ამაზე არ ვფიქრობ. უბრალოდ მინდა, ფეხბურთით ვისიამოვნო."

21 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 15 მატჩი (მხოლოდ 576 წუთი) ჩაატარა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლი 2023 წლიდან იწვევდა და 4 მატჩი ითამაშა. მაგრამ ადგილი დაკარგა და ევროპის ჩემპიონატზე „ჯვაროსნების“ ფორმით ვერ იასპარეზებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში უმთავრდება. ანალიტიკური პორტალი Transfermark-იt ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებას 2 მილიონ ევროდ აფასებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი