MagpieMedia : "ნიუკასლი" "ვალენსიას" შეუთანხმდა - ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატამდე დაიხურება » სპორტის ხაზი

MagpieMedia : "ნიუკასლი" "ვალენსიას" შეუთანხმდა - ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატამდე დაიხურება

MagpieMedia : "ნიუკასლი" "ვალენსიას" შეუთანხმდა - ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატამდე დაიხურება
24-05-2024, 16:06
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ X-ში ნიუკასლის MagpieMedia - მ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მტკიცებითაც, ინგლისის პრემიერლიგის კლუბი ვალენსიას ტრანსფერზე თუ შეუთანხმდა, თანხის 10 პროცენტს (3,5 მილიონ ევროს) დინამო თბილისი მიიღებს, საიდანაც „ჯვაროსნების“ მეკარე ესპანეთში გადავიდა.

23 წლის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენაზე ნიუკასლი ვალენსიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კლუბები სიტყვიერად შეთანხმდნენ დაახლოებით 35 მილიონი ევროს (29,8 მილიონი ფუნტი) საფასურზე, საიდანაც 10% მამარდაშვილის ყოფილ კლუბს, დინამო თბილისს დაერიცხება.

ნიუკასლი და თავად მამარდაშვილი დაჟინებით ითხოვენ ტრანსფერის რაც შეიძლება მალე განხორციელებას და არის იმედი, რომ ეს ტრანსფერი ევრო 2024-ის დაწყებამდე დასრულდება, ტურნირამდე, რომელშიც მამარდაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.

მოსალოდნელია, რომ პრობლემა არც მეკარის პირადი პირობები გახდება. თითქმის 2 მეტრის სიმაღლის მამარდაშვილი დაინტერესებულია „კაჭკაჭებში“ გადასვლით და ინგლისური კლუბის პროექტით და პრემიერ ლიგაში თამაშის შესაძლებლობით აღფრთოვანებულია
."
– წერს MagpieMedia.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი