გამარჯვება "დინამო არენაზე" - ბათუმელები სახლში სამი ქულით მიდიან » სპორტის ხაზი

გამარჯვება "დინამო არენაზე" - ბათუმელები სახლში სამი ქულით მიდიან

გამარჯვება "დინამო არენაზე" - ბათუმელები სახლში სამი ქულით მიდიან
23-05-2024, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში თბილისში, დინამო არენაზე ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" 1-2 დაამარცხა.

პირველ ტაიმში დინამო თბილისმა მოქმედ ჩემპიონს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და შესვენებამდე დაწინაურდა. 39-ე წუთზე გოლი 15 წლის მცველის, საბა ხარებაშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გორდეზიანმა გაიტანა.

შესვენების შემდეგ ბათუმელებმა სიტუაცია გამოასწორეს. წონასწორობა ონორე გომისის გადაცემის შემდეგ პაატა ღუდუშაურმა 46-ე წუთზე აღადგინა.

54-ე წუთზე ლევან ხარაბაძის ჩაწოდებით ალბანელმა ლეგიონერმა, უერდი მარამ ისარგებლა და დინამო თბილისი კარი მეორედ აიღო. 90+4-ე წუთზე თბილისელთა მცველმა, გიორგი მაისურაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს.

16 ტურის შემდეგ დინამო თბილისი (18 ქულა) მეექვსე ადგილზეა, ბათუმის დინამომ (30) კი მესამე პოზიცია შეინარჩუნა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი