2027 წლამდე "კრაკოვიაში" - კაკაბაძე პოლონეთში რჩება » სპორტის ხაზი

2027 წლამდე "კრაკოვიაში" - კაკაბაძე პოლონეთში რჩება

2027 წლამდე "კრაკოვიაში" - კაკაბაძე პოლონეთში რჩება
23-05-2024, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

ოთარ კაკაბაძემ კრაკოვიასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა – ინფორმაციას პოლონური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

"ოთარ კაკაბაძე ჩვენთან. ქართველმა მცველმა ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი კრაკოვიას 2021 წლის ზაფხულში ტენერიფედან შეუერთდა. წარსულში ასევე თამაშობდა შვეიცარიის, დანიისა და საქართველოს ჩემპიონატებში.

მიმდინარე სეზონში ოთარმა პოლონეთის ექსტრაკლასაში 23 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ ჩემპიონატში 69 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კაკაბაძე ევრო 2024-ზე სათამაშოდ საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს
.
– წერია კრაკოვიას განცხადებაში, სადაც ქართველ მცველს ევროპის ჩემპიონატისთვის განაცხადში მოხვედრა მიულოცეს.

ამ ფაქტზე კომენტარი სოციალურ ქსელში ოთარმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა : "კიდევ სამი წელი! შევხვდებით მომავალ სეზონში. მხოლოდ კრაკოვია"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი