ცნობილმა ქართულმა გვერდმა (90 წუთი/90MIN) - მა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით "რომა" , "გლადბახი" და "ლევერკუზენი" ინტერესდებოდნენ.
"100 % სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისით რომა, გლადბახი და ლევერკუზენი ინტერესდებოდნენ. ყველაზე დიდი სურვილი რომას ჰქონდა და რომ არა ტრამვა, ეს ტრანსფერი აუცილებლად გამოვიდოდა, რადგან გიორგი ამ კლუბის გეგმებში მართლაც ჯდებოდა და რეალურად, ყველა გზა რომში მიდიოდა" - ვკითხულობთ სტატიაში.
მოგახსენებთ იმასაც, რომ 23 წლის ფეხბურთელი იდეალურ ფორმაშია, გიორგი კონფერენს ლიგის მეორე საუკეთესო ასისტენტია (4 საგოლე გადაცემა).