შეუძლია საქართველოს ევროპის გაოცება? - რას პასუხობენ უცხოელი გულშემატკივრები » სპორტის ხაზი

შეუძლია საქართველოს ევროპის გაოცება? - რას პასუხობენ უცხოელი გულშემატკივრები

შეუძლია საქართველოს ევროპის გაოცება? - რას პასუხობენ უცხოელი გულშემატკივრები
23-05-2024, 20:44
Aa Aa
გაზიარება:

Sportskeeda Football-მა თავის სოციალური ქსელის გვერდებზე კითხვა შემდეგი წარწერით დასვა, - "შეუძლია საქართველოს ევრო 2024-ზე დანარჩენების გაოცება?", - რასაც უცხოელი გულშემატკივრები ასე პასუხობენ:

"რატომაც არა, დებიუტანტები ყოველთვის საინტერესოდ გამოიყურებიან ხოლმე"

"არ ვიცი ჯგუფიდან რამდენად გავლენ, თუმცა კონკურენტუნარიანები ნამდვილად იქნებიან"

"რეალურად, 1-2 ვარსკვლავი ჰყავთ, თუმცა ესეც საკმარისია, რომ ტურნირზე შენი სიტყვა თქვა"

"ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი დებიუტანტი იქნება, მაგრამ გამორიცხული არაფერია"

"ხვიჩა კვარაცხელიას იმედი მეც მექნებოდა, ნახეთ მისი ჯარიმა სერია A-ში?"

"არც ისე რთულ ჯგუფში არიან, მოულოდნელი სულაც არ იქნება"

"წინა ევროპაზე ჩრდ.მაკედონიას თავი არ შეურცხვენია, ამას არც საქართველო იზამს", - წერენ უცხოელი გულშემატკივრები.

როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს, უცხოელი ქომაგები ჩვენი ნაკრების შანსებს არც თუ ნეგატიურად აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი 18 ივნისს თურქეთთან შეხვედრით გაიხსნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი