HITC FOOTBALL: "ლონდონის ჩელსი გიორგი მამარდაშვილთან კავშირზეა" » სპორტის ხაზი

HITC FOOTBALL: "ლონდონის ჩელსი გიორგი მამარდაშვილთან კავშირზეა"

HITC FOOTBALL: "ლონდონის ჩელსი გიორგი მამარდაშვილთან კავშირზეა"
23-05-2024, 14:57
Aa Aa
გაზიარება:

HITC FOOTBALL-მა დაწერა, რომ ლონდონის ჩელსი მომდევნო სეზონიდან საიმედო მეკარის დამატებაზე იმუშავებს, მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი კი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი იქნება.

უკვე ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ ვალენსიაში ფინანსური კრიზისია და მის მოსაგვარებლად რამდენიმე მსუყე ტრანსფერის გაკეთება აუცილებელი იქნება. აქედან გამომდინარე, დიდია შანსი იმისა, რომ სატრანსფერო პოლიტიკა სწორედ ქართველმა კარის დარაჯმა აამოქმედოს.

აღსანიშნავია, რომ ვალენსიას მამარდაშვილის გამოსასყიდ თანხად 87 მილიონი ევრო აქვს მითითებული, რისი გადახდაც სხვა რომელიმე კლუბისგან ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა "ღამურების" პრეზიდენტი საუბრისთვის მუდმივ მზადყოფნას აცხადებს.

ლონდონის ჩელსიმ სეზონის სტარტზე რობერტ სანჩესი დაიმატა, თუმცა მისი არასტაბილურობა ახალი მეკარის დამატების აუცილებლობას აჩენს. თუ გამოცემას დავუჯერებთ, ჩელსი მამარდაშვილის დასამატებლად კონკურენციას ისეთ კლუბებს გაუწევს, როგორებიც პსჟ, ნაპოლი და ნიუკასლი არიან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო პერიოდში მამარდაშვილს ყველაზე ხშირად ნიუკასლ იუნაიტედს უკავშირებდნენ, თუმცა გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერი არ არის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი