კრაგერი: "საქართველოს ნაკრები საქმეს არ გაართულებს და ბოლო ადგილზე გავა" » სპორტის ხაზი

კრაგერი: "საქართველოს ნაკრები საქმეს არ გაართულებს და ბოლო ადგილზე გავა"

კრაგერი: "საქართველოს ნაკრები საქმეს არ გაართულებს და ბოლო ადგილზე გავა"
22-05-2024, 22:10
Aa Aa
გაზიარება:

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმ კრაგერმა ევროპის ჩემპიონატის თავისებური პროგნოზი გაგვიმხილა, სადაც საქართველოც მოიხსენია.

"F ჯგუფში ყველაფერი მარტივად იქნება, პირველ ადგილს პორტუგალიის ნაკრები დაიკავებს, უძლიერესი გუნდით, მეორე პოზიციას თურქეთი აიღებს, რომელსაც საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

"რაც შეეხება მესამე ადგილს, დანამდვილებით ვიცი, რომ ჩეხები ქართველებზე მაღლა დაასრულებენ ჯგუფურ ეტაპს. საქართველოს ნაკრები პრობლემებს არ შექმნის და მე-4 ადგილს დასჯერდება.

"ნახევარფინალში გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი და ინგლისი ითამაშებს. ჩემპიონი მათგან ერთ-ერთი გახდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი