მამარდაშვილის მე-100 მატჩი და ვალენსიური კარიერის დასასრული? - რა მოხდება ლა ლიგის ბოლო ტურში » სპორტის ხაზი

მამარდაშვილის მე-100 მატჩი და ვალენსიური კარიერის დასასრული? - რა მოხდება ლა ლიგის ბოლო ტურში

მამარდაშვილის მე-100 მატჩი და ვალენსიური კარიერის დასასრული? - რა მოხდება ლა ლიგის ბოლო ტურში
22-05-2024, 15:45
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ ვალენსიასთვის ლა ლიგაში ყველანაირი ინტრიგა განეიტრალებულია, მაინც დიდია შანსი, რომ ჩემპიონატის ბოლო ტურში ვალენსიას კარი კვლავ გიორგი მამარდაშვილმა დაიცვას.

როგორც დაიწერა, მომდევნო მატჩი, რომელიც ვალენსიას ვიგოში სელტასთან უწევს, ქართველი მეკარისთვის საიუბილეო იქნება. საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ვალენსიაში მე-100 შეხვედრას გამართავს და ალბათ, ამ გენიალური მიღწევის შემდეგ კლუბს დაემშვიდობება.

ფაქტი, რომ გიორგი ვალენსიადან უნდა წავიდეს, უკვე დიდი ხანია, რაც საუბრის თემას წარმოადგენს. ბოლო პერიოდში დაწერილი ინფორმაციიდან გამომდინარე, ქართველის ტრანსფერით ნიუკასლია დაინტერესებული.

ვალენსიას ბოლო წლებში ფინანსური კრიზისი აქვს და წესით, "ღამურების" მესვეურებმა გიორგის სარფიანად გაყიდვაზე უარი არ უნდა თქვან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მამარდაშვილი 30-35 მილიონ ევროდაა შეფასებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი