კანსელუ, დოუდერა და კადიოღლუ - ხვიჩა კვარაცხელიას ოპონენტები ევრო 2024-ზე » სპორტის ხაზი

კანსელუ, დოუდერა და კადიოღლუ - ხვიჩა კვარაცხელიას ოპონენტები ევრო 2024-ზე

კანსელუ, დოუდერა და კადიოღლუ - ხვიჩა კვარაცხელიას ოპონენტები ევრო 2024-ზე
22-05-2024, 14:02
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი 18 ივნისს თურქეთთან შეხვედრით დაიწყება. გარდა თურქეთისა, საქართველო ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ითამაშებს.

ეროვნული ნაკრების მთავარი ლიდერი და იმედი ხვიჩა კვარაცხელია რომ არის, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებთ. უბრალოდ, წარმოგიდგენთ იმ მარჯვება მცველებს, რომლებსაც კვარაცხელიას განეიტრალება დაევალებათ.

თურქეთი, ფერდი კადიოღლუ - 24 წლის კადიოღლუ ფენერბაჰჩეს ფეხბურთელია და ორივე განაპირა მცველად შეუძლია თამაში. მიუხედავად იმისა, რომ ფენერში ის უფრო მარცხნივ უყენიათ, თურქეთის ბოლო მატჩებში კადიოღლუმ მარჯვენა მცველად ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვარაცხელიას დიდი ალბათობით სწორედ მასთან მოუწევს დაპირისპირება. კადიოღლუ თურქულ გრანდში უკვე 5 წელია თამაშობს, იქამდე კი ახალგაზრდა მცველი ნაიმეგენის რიგებში ასპარეზობდა.

ჩეხეთი, დავიდ დოუდერა
- ის 24 წლის მარჯვენა მცველი გახლავთ. დოუდერა კარიერის ამ ეტაპზე სლავია პრაღაში ირიცხება, რის მაღლაც მას არასდროს უთამაშია. ჩეხეთის ნაკრების თავკაცი დოუდერას საკვალიფიკაციოზე საკმაოდ ხშირად იყენებდა და უმეტესად, ის მარჯვენა მცველის ან ვინგბექის პოზიციას ავსებდა.

პორტუგალია, ჟოაუ კანსელუ - მიუხედავად იმისა, რომ რობერტო მარტინესს ყველა პოზიციაზე დიდი არჩევანი აქვს, მაინც მოსალოდნელია, რომ ხვიჩას სწორედ ბარსელონას განაპირა მცველი დაუდგება. კანსელუ არის ფეხბურთელი, რომელიც ძირითადად შეტევის გამწვავებაზეა ორიენტირებული, რის გამოც არსებობს შანსი, რომ ხვიჩას მის წინააღმდეგ კარგი თამაში დატოვებული სივრცეების გამო გამოუვიდეს. ჟოაუს ბარსელონამდე ბაიერნში, მან.სიტიში, იუვენტუსში და სხვა დიდ კლუბებში უთამაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი