ვილი სანიოლი: "რესურსი გვაქვს, რომ ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ" » სპორტის ხაზი

ვილი სანიოლი: "რესურსი გვაქვს, რომ ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ"

ვილი სანიოლი: "რესურსი გვაქვს, რომ ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ"
22-05-2024, 12:38
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა, ვილი სანიოლმა ევრო 2024-ისთვის დაგეგმილი პრესკონფერენცია გამართა, ჩვენი გუნდის სრული შემადგენლობა (ჩანაცვლების ოპციით) დაასახელა და სხვადასხვა საკითხი მიმოიხილა.

როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, საქართველოს ნაკრებს ნამდვილად აქვს რესურსი იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლიოს და პლეიოფში კვალიფიცირდეს:

"თვეების წინ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩვენთვის ოცნება იყო, ახლა კი იმაზე გვიწევს საუბარი თუ რამდენად შეგვიძლია ჯგუფური ეტაპის გადალახვა. მე ნათამაშები მაქვს როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის ჩემპიონატზე და მიმაჩნია, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე რთული საასპარეზოა."

"არ ვაპირებ, რომ ჩემს ფეხბურთელებს მინიმალისტური მიზნები დავუსახო. ჩვენ გვაქვს რესურსი და პოტენციალი იმისა, რომ ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ვითამაშოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ."

"ხანდახან თუ ვინმეს არ იძახებენ, ის ვარჯიშს წყვეტს. ეს საკმაოდ რთული თემაა, თუმცა ცვლილებების შეტანის უფლებას კვლავ ვიტოვებ. წინ დროა და ტრავმების მიღების ალბათობაც არსებობს"
, - თქვა სანიოლმა.

ცნობისთვის, ვილი სანიოლს ექნება შესაძლებლობა, რომ 7 ივნისამდე შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველო თავის პირველ შეხვედრას 18 ივნისს გამართავს, მეტოქე კი თურქეთი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი