ოფიციალურად - სანიოლმა ევრო 2024-ისთვის საქართველოს განაცხადი დაასახელა! » სპორტის ხაზი

ოფიციალურად - სანიოლმა ევრო 2024-ისთვის საქართველოს განაცხადი დაასახელა!

ოფიციალურად - სანიოლმა ევრო 2024-ისთვის საქართველოს განაცხადი დაასახელა!
22-05-2024, 12:16
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდ სანაკრებო ფორუმზე მონაწილეობას ისტორიაში პირველად მიიღებს. ვილი სანიოლის ფორმაციის გუნდი ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

სხვა ნაკრებების მსგავსად, ცნობილი გახდა საქართველოს სრული განაცხადი და იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებთან ერთადაც ვილი სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრება.

აი, ასეთია სრული სია, რომელიც სანიოლმა ქართულ მედიას სულ რამდენიმე წუთის წინ წარუდგინა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები:
სოლომონ კვერკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი.

ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე, ანრი მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი.

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ხვიჩა კვარაცხელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი