ოფიციალურად - ოთარ კაკაბაძემ კრაკოვიასთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა » სპორტის ხაზი

ოფიციალურად - ოთარ კაკაბაძემ კრაკოვიასთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა

ოფიციალურად - ოთარ კაკაბაძემ კრაკოვიასთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა
22-05-2024, 11:17
Aa Aa
გაზიარება:

Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ კრაკოვიასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

28 წლის ფეხბურთელი პოლონულ კლუბში 2021/2022 წლების სეზონიდან თამაშობს და როგორც ჩანს, თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი ფეხბურთელსა და კლუბს შორის ორმხრივი იყო.

კრაკოვია ამ მომენტისთვის პოლონეთის შიდა ჩემპიონატის მე-12 პოზიციას 39 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს.

რაც შეეხება თავად ოთარ კაკაბაძეს, მან მიმდინარე სეზონის პოლონეთის ლიგაში კრაკოვიას მაისური ჯამურად 23-ჯერ მოირგო, რა დროშიც ქართველმა მცველმა 2 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი