გარეთ საუნთგეითს კითხვებით დააცხრნენ - როგორ ამართლებს ინგლისის მწვრთნელი თავის გადაწყვეტილებას » სპორტის ხაზი

გარეთ საუნთგეითს კითხვებით დააცხრნენ - როგორ ამართლებს ინგლისის მწვრთნელი თავის გადაწყვეტილებას

გარეთ საუნთგეითს კითხვებით დააცხრნენ - როგორ ამართლებს ინგლისის მწვრთნელი თავის გადაწყვეტილებას
21-05-2024, 22:49
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუნთგეითმა იმ ფეხბურთელების სია წარადგინა, რომლებიც ევრო 2024-ზე ნაკრების ღირსებას წარადგენენ.

სპეციალისტმა ბევრი ისეთი ვარსკვლავი არ შეიყვანა განაცხადში, რომელთა ევროპის ჩემპიონატზე არ ხილვაც გულშემატკივრებისთვის გასაკვირია, რაზეც, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებმა მას კითხვები დააყარეს.

"ჰენდერსონის განაცხადს მიღმა დატოვება რთული გადაწყვეტილებაა. ვიცი, როგორ ეხმარება იგი გუნდს, მაგრამ ტრავმის გამო ვერ გავრისკავთ.

"რაშფორდი? მარკუსზე უბრალოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მის პოზიციაზე სხვა მოთამაშეებმა უფრო კარგი სეზონი ჩაატარეს.

"რაც შეეხება ბენ ვაითს, მასთან არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ ხელმისაწვდომი არაა და ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებდა" , -აცხადებს ინგლისელი.

მათი მეტოქეები ევროპაზე სლოვენია, დანია და სერბეთი იქნებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი