დიდი დანაკლისი რეალს - ჩუამენი ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს » სპორტის ხაზი

დიდი დანაკლისი რეალს - ჩუამენი ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს

დიდი დანაკლისი რეალს - ჩუამენი ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს
21-05-2024, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალის ნახევარმცველი ორელიენ ჩუამენი ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს. ამის შესახებ იტყობინება გაზეთ Marca-ს ჟურნალისტი ხოსე ფელიქს დიასი.

ფრანგ ფეხბურთელს მარცხენა ტერფის სტრესული მოტეხილობა დაუდგინეს. დაზიანება ჩუამენიმ ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნთან საპასუხო ნახევარფინალის დროს მიიღო.

ნახევარმცველი ვერ ასწრებს ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის გამოჯანმრთელებას და ახლა კონცენტრირებულია იმაზე, რომ ჯანმრთელი შეხვდეს ევრო 2024-ს. ჩუამენი მოხვდა საფრანგეთის ნაკრების განაცხადში, მაგრამ მწვრთნელებს აქვთ უფლება, 7 ივნისამდე კორექტივები შეიტანონ სიაში.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალი 1 ივნისს შეხვდება დორტმუნდს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი