ტრავმიდან დაბრუნებულმა გოლი გაიტანა - ლუკა პარკაძემ თამაში ბრწყინვალედ განაახლა! » სპორტის ხაზი

ტრავმიდან დაბრუნებულმა გოლი გაიტანა - ლუკა პარკაძემ თამაში ბრწყინვალედ განაახლა!

ტრავმიდან დაბრუნებულმა გოლი გაიტანა - ლუკა პარკაძემ თამაში ბრწყინვალედ განაახლა!
19-05-2024, 16:53
Aa Aa
გაზიარება:

19 წლის ლუკა პარკაძე ხელშეკრულებით მიუნხენის ბაიერნს ეკუთვნის, თუმცა იმის გამო, რომ ქართველი შემტევი გამოუცდელია და განვითარება სჭირდება, ის ავსტრიის მეორე ლიგაში მოასპარეზე ადმირაშია განათხოვრებული.

სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონი პარკაძისთვის არც თუ სახარბიელო აღმოჩნდა, რადგან ქართველმა კუნთის ტრავმა მიიღო და მთელი სეზონის გამოტოვება მოუხდა.

მიუხედავად დიდი ჩავარდნისა, ქართველი ტალანტი მოედანს გოლით დაუბრუნდა, - ლუკა პარკაძემ ადმირას სარეზერვო გუნდის მაისურით მისტელბახის კარი აიღო და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაშიც დაეხმარა.

როგირც იწერება, ლუკა პარკაძის ტრავმიდან რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და პირველ გუნდში დაბრუნება დროის საკითხია, რეზერვებში კი მისი თამაში იმითაა განპირობებული, რომ ლუკამ ფორმა აღიდგინოს და საუკეთესო კონდიციებში შევიდეს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ავსტრიულ ადმირასთან საიჯარო კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი