იტალიური გამოცემა: საქართველოს ნაკრებს გამორჩეული Z თაობა ჰყავს » სპორტის ხაზი

იტალიური გამოცემა: საქართველოს ნაკრებს გამორჩეული Z თაობა ჰყავს

იტალიური გამოცემა: საქართველოს ნაკრებს გამორჩეული Z თაობა ჰყავს
4-11-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი იტალიური გამოცემა, Cronache di spogliatoio სტატიას აქვეყნებს საქართველოს გამორჩეული თაობის შესახებ, რომლის ნიჭიერი წარმომადგენელიც მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია არ არის.

"საქართველოს ნაკრებში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია. ხვიჩას გარდა, იტალიაში ლუკა ლოჩოშვილიც ჩამოვიდა, ცენტრალური მცველი, რომელზეც უკვე ვწერდით და ყურადღების ცენტრში ნელ-ნელა ექცევა. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელზეც საკმაოდ ბევრს საუბრობენ, ზურიკო დავითაშვილია, კვარაცხელიას საუკეთესო მეგობარი. ისინი დინამო ბათუმში ერთად თამაშობდნენ, ახლა კი ფრანგულ ბორდოში გამოდის. გიორგი ლორიას გვერდით იზრდება გიორგი მამარდაშვილი - 2000 წლის შემდეგ დაბადებული საუკეთესო ფეხბურთელი გატუზოს ვალენსიაში, რომლითაც ტურინის იუვენტუსი სერიოზულადაა დაინტერესებული".

ასევე გამოცემა მნიშვნელოვნად შეეხო გიორგი წიტაიშვილს, ირაკლი აზაროვს და გიორგი მიქაუტაძეს. სტატიაში ვკითხულობთ გიორგი ჩაკვეტაძეზეც, რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ფორმაში შევიდა და "ბრატისლავას" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოც კი არის.

"ზემოთ ჩამოთვლილ მოთამაშეებს შეგვიძლია დავუმატოთ გიორგი წიტაიშვილი - დედის სამშობლო უკრაინაში გაზრდილი მოთამაშე, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაში აირჩია. ყურადღებას იმსახურებენ ცრვენა ზვეზდას მცველი ირაკლი აზაროვი და მეცის ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე. ცალკე ხაზგასასმელია გიორგი ჩაკვეტაძე - კარგი დრიბლინგის მქონე გარემარბი, რომელზეც რამდენიმე წლის წინ გამუდმებით იწერებოდა. მისით დაინტერესებული ლაციო იყო, იგლი ტარეს (კლუბის სპორტული დირექტორი) ქართველი ძალიან მოსწონდა, მოგვიანებით კი მილანის ინტერის ყურადღებაც მიიპყრო. ახლა ბრატისლავის სლოვანშია განათხოვრებული".

შეგახსნებთ იმასაც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდენო შეხვედრას 17 ნოემბერს, მაროკოს ეროვნულ გუნდთან გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი