ის, რასაც მედია არ აშუქებს - რა გზა გაიარა ალეგრიმ ბოლო სამ წელიწადში » სპორტის ხაზი

ის, რასაც მედია არ აშუქებს - რა გზა გაიარა ალეგრიმ ბოლო სამ წელიწადში

ის, რასაც მედია არ აშუქებს - რა გზა გაიარა ალეგრიმ ბოლო სამ წელიწადში
17-05-2024, 15:09
Aa Aa
გაზიარება:

"იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის ჯოჯოხეთური მომენტი უდგას.

მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი "იუვენტუსმაც" და "Tuttosport"-ის დირექტორმაც შეიტანა. გარდა ამისა, იგი დისკვალიფიკაციის გამო ტურინელების სამწვრთნელო სკამზე დარჩენილ 2 შეხვედრაშიც ვეღარ იჯდება.

მისი მოშორება რაც შეიძლება მალე სურთ და გუნდის ასეთ მდგომარეობას (სამი წლის შემდეგ მხოლოდ 1 ტიტულს და ჩემპიონთა ლიგაზე ძლივს გასვლას, "ინტერთან" წაგებულ სერია ა-სა და...) მთლიანად იტალიელ სპეციალისტს აბრალებენ.

მაგრამ არის ის, რისი დანახვაც არავის სურს. 17 თვის წინ "იუვენტუსის" ადმინისტრაცია მთლიანად შეიცვალა. 1 თვის შემდეგ კლუბს 15 ქულა დააკლეს. რაღაც პერიოდის გასვლისას უკან დაუბრუნეს და სეზონის მიწურულს ისევ ჩამოართვეს.

9 თვის წინ ფაჯიოლი აზარტული თამაშების სკანდალის გამო ამოუგდეს განაცხადიდან, პოლ პოგბა კი დოპინგ ტესტის ჩაგდებისთვის ჩამოუშორეს ფეხბურთს.

მისმა ამ რთულმა წლებმა დანებების საშუალება არ მისცა, მოიგო იტალიის თასი და საოცარ ფორმაში მყოფ "ინტერს" კუდში სდია, ზოგჯერ უსწრებდა კიდეც სერია ა-ში, მაგრამ საბოლოოდ მათთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა, რამაც გუნდი მთლიანად უმოტივაციო გახადა და ჩამოშალა.

დღეს "იუვენტუსის" ადმინისტრაცია ოფიციალურად დაადასტურებს, თუ რა ბედი მოელის ალეგრის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი