იუვეს გარდა ალეგრის სასამართლოში tuttosport-ის დირექტორიც უჩივის | ჯოჯოხეთი მასიმილიანოს თავს » სპორტის ხაზი

იუვეს გარდა ალეგრის სასამართლოში tuttosport-ის დირექტორიც უჩივის | ჯოჯოხეთი მასიმილიანოს თავს

იუვეს გარდა ალეგრის სასამართლოში tuttosport-ის დირექტორიც უჩივის | ჯოჯოხეთი მასიმილიანოს თავს
17-05-2024, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

"იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელ ალეგრის კარიერაში ერთ-ერთი რთული პერიოდი უდგას.

მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსში" დაბრუნების შემდეგ 2 დღის წინ პირველი ტიტული მოიგო და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, მას მაინც დიდი პრობლემები შეექმნა.

პირველი უსიამოვნო შემთხვევა მისი წითელი ბარათია, რის გამოც იგი 2 მატჩიან დისკვალიფიკაციასა და 5000 ევროიან ჯარიმას მიიღებს.

თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც კლუბი უმზადებს. იტალიელ სპეციალისტს არ სურს გუნდიდან თავად წასვლა, ტურინელებს კი მისი გათავისუფლება ძალიან უნდათ, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ მისთვის გადასახდელი კომპენსაციის გამო.

რადგანაც მასიმილიანო თავად არ მიდის გუნდიდან, რომ კლუბს ფინანსური დანაკარგი არ ჰქონდეს, "იუვენტუსი" მას სასამართლოში უჩივის, რათა კომპენსაცია კანონის დაცვით არ გადაუხადონ.

თუმცა ყველაფერი აქ არ მთავრდება. ცნობილი გამოცემა "Tuttosport"-ის დირექტორი იუწყება, რომ "შეშლილი მაქსი" მას დაემუქრა, რის გამოც იტალიელზე სასამართლოში სარჩელი კიდევ ერთი ბრალდებით შეაქვთ.

დღეს ტურინელები ალეგრის წასვლას დაანონსებენ და გახდება ცნობილი, მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს იგი კლუბს თუ დღესვე. თუმცა "ბიანკონერის" 2 მატჩი დარჩა სათამაშო და მასიმილიანოს ამდენივე მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი