VIDEO: რა გააკეთა და როგორ დასაჯეს ალეგრი თასის ფინალში მისი ქმედებისთვის » სპორტის ხაზი

VIDEO: რა გააკეთა და როგორ დასაჯეს ალეგრი თასის ფინალში მისი ქმედებისთვის

VIDEO: რა გააკეთა და როგორ დასაჯეს ალეგრი თასის ფინალში მისი ქმედებისთვის
17-05-2024, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ იტალიის თასის ფინალში "იუვენტუსმა" "ატალანტას" ანგარიშით 1-0 სძლია და 3 წლის შემდეგ პირველ ტიტულს დაეუფლა.

დუშან ვლაჰოვიჩმა შეხვედრაში მეორე გოლიც გაიტანა, მაგრამ უცნაური თამაშგარის გამო არ ჩაუთვალეს, რის გამოც მასიმილიანო ალეგრი იმდენად გაცხარდა, რომ ვერაფრით აჩერებდნენ.

მატჩის მიწურულს ემოციურმა იტალიელმა სპეციალისტმა პიჯაკი გაიხადა, "ჰალსტუხი" მოიძრო, მოისროლა და პერანგის შეხსნაც დაიწყო, რის დროსაც იგი კამერებს მოარიდეს.

მატჩის მთავარი არბიტრს ეს არ გამორჩენია, რის გამოც "შეშლილ მაქსს" წითელი ბარათი უჩვენა.

თუმცა სასჯელი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ალეგრის 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 5000 ევროიანი ჯარიმა დაენიშნა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი