ალეგრის "იუვენტუსი" სასამართლოში უჩივლებს | ცხელი დეტალები მათ მომავალზე » სპორტის ხაზი

ალეგრის "იუვენტუსი" სასამართლოში უჩივლებს | ცხელი დეტალები მათ მომავალზე

ალეგრის "იუვენტუსი" სასამართლოში უჩივლებს | ცხელი დეტალები მათ მომავალზე
17-05-2024, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ "იუვენტუსმა" მასიმილიანო ალეგრის კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი ტიტული მოიგო.

მასიმილიანო, რომლის გაშვებაც კარგახანია "ბებერ ქალბატონს" სურს ამ მომენტისთვისაც "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზეა, რადგან იგი გუნდს თავისი ნებით არ ტოვებს, "ბიანკონერის" კი მისი გათავისუფლების შემთხვევაში სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

თუმცა კლუბი ამაზე უკვე თანახმაა, რადგან "შეშლილი მაქსის" ფეხბურთი ძალიან აღარ მოსწონთ.

უახლოეს საათებში გადაწყდება, დღესვე გაანთავისუფლებენ იტალიელ სპეციალისტს თუ დარჩენილი 2 შეხვედრის შემდეგ.

თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "შეშლილი მაქსი" თასის ფინალში გაცხარების შემდეგ 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და იგი გუნდს სამწვრთნელო ადგილიდან ვეღარ უდირიჟორებს.

ამ პროცესს ის წელავს, რომ ტურინელებს სურთ ალეგრის უჩივლონ უნიათო შედეგებისთვის და გუნდის დატოვება თავად აიძულონ, ან სასამართლოს მიმართონ, რათა მისთვის კომპენსაციის გადახდა არ მოუწიოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი