ოფიციალურად: ჟოელ მატიპისა და ლივერპულის საერთო მომავალი ცნობილია » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: ჟოელ მატიპისა და ლივერპულის საერთო მომავალი ცნობილია

ოფიციალურად: ჟოელ მატიპისა და ლივერპულის საერთო მომავალი ცნობილია
17-05-2024, 11:31
Aa Aa
გაზიარება:

"ლივერპულმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს.

ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე ჟოელ მატიპია, რომელსაც მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუ სად გააგრძელებს ჟოელი კარიერას, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ მომავალ სეზონში იგი "ლივერპულის" ღირსებას აღარ დაიცავს.

მიმდინარე სეზონში მატიპმა ყველა ჩემპიონატზე 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. იგი "ლივერპულს" 2015 წელს "შალკედან" შეუერთდა და კლუბთან არაერთი ტიტული მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი