მსაჯთა დირექტორმა, რობერტო როსეტიმ თქვა, რომ ევრო 2024-ზე არბიტრებს ახალი დირექტივა ექნებათ მიცემული.
როცა მათ VAR-თან კომუნიკაცია მოუწევთ, აუცილებელი იქნება, რომ მსაჯს გარშემო ფეხბურთელთა წრე არ შემოერტყას, რათა მან სრულფასოვანი გადაწყვეტილება მიიღოს.
როსეტის თქმით, მსაჯი ვალდებული იქნება, რომ ნაკრების კაპიტანს გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე განუმარტოს, თუ კაპიტანს ამის სურვილი იქნება.
იწერება ისიც, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე სხვა ფეხბურთელის მხრიდან ზეწოლის მცდელობა ყვითელი ბარათით დაისჯება.