უცხოურმა გამოცემა NEWS18-მა ევრო 2024-ის 5 მოვლენა გამოარჩია, მათში ერთ-ერთი კი საქართველოს ნაკრების დებიუტიცაა.
"ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე პატარა საქართველომ ისტორია დაწერა - გუნდმა პლეი ოფის ნახევარფინალში დაამარცხა ლუქსემბურგი, ფინალში კი ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულ საბერძნეთს პენალტების სერიაში აჯობა და ისტორიაში პირველად დიდ საფეხბურთო ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა."
"საქართველო მზადაა, წარმატებისთვის მაქსიმუმი გაიღოს. გუნდის ლიდერი ნაპოლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა", - წერს უცხოური გამოცემა და ტოპ 5 მოვლენასაც აქვეყნებს.
1. კრიშტიანო რონალდოს ბოლო ევროპის ჩემპიონატი
2. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდის, გერმანიის ნაკრების თამაში, რომელმაც ტურნირი ბოლოს 28 წლის წინ მოიგო
3. ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტის, საქართველოს ნაკრების გამოსვლა
4. შოტლანდიის პირველ გამარჯვების მოლოდინი, რომელსაც ექვს ტურნირზე ერთი მატჩიც არ მოუგია
5. ევროპელი სუპერვარსკვლავების სიმრავლე