კვარაცხელიას ჟესტმა „ნაპოლის“ გულშემატკივრები აღაფრთოვანა - იტალიური გამოცემა ენფილდზე ხვიჩას ჟესტს გამოეხმაურა » სპორტის ხაზი

კვარაცხელიას ჟესტმა „ნაპოლის“ გულშემატკივრები აღაფრთოვანა - იტალიური გამოცემა ენფილდზე ხვიჩას ჟესტს გამოეხმაურა

კვარაცხელიას ჟესტმა „ნაპოლის“ გულშემატკივრები აღაფრთოვანა - იტალიური გამოცემა ენფილდზე ხვიჩას ჟესტს გამოეხმაურა
3-11-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური გამოცემა corriere dello sport-ი ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას საქციელზე წერს, რომელმაც ენფილდის გასახდელიდან გამოსვლისას „ლივერპულის“ ლოგო დაინახა და მას შეგნებულად აუარა გვერდი. ამით ფეხბურთელმა "ლივერპულის" მიმართ მისი პატივისცემა დააფიქსირა.

"ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ენფილდზე, ლივერპულთან, სეზონის პირველი მარცხი განიცადა 0:2, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჯგუფში მაინც პირველი ადგილი დაიკავა.

ნაპოლის, განსაკუთრებით კი კვარაცხელიას, მეტოქეს მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა. ინგლისელი მცველების მთელი ყურადღება ქართველზე იყო კონცენტრირებული, ხვიჩამ მოლოდინი მორიგი კარგი თამაშით გაამართლა.

ქართველმა ფეხბურთელმა თავი მხოლოდ ამით არ გამოიჩინა. მან შთაბეჭდილება მოახდინა ჟესტით, რომელიც, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

ჩვენ უკვე გავიცანით კვარაცხელია მოედანზე, მაგრამ ქართველმა მოედნის მიღმაც აპლოდისმენტები დაიმსახურა. ჟურნალისტმა პეპე ანარუმამ ენფილდზე ქართველის საქციელი ვიდეოზე აღბეჭდა.

ხვიჩამ დაინახა, რომ ლივერპულის ლოგოზე ფეხს ადგამდა და პატივისცემის ნიშნად მას გვერდი აუარა. რამდენიმე წამის შემდეგ მისმა გუნდელებმა, პოლიტანომ და ოლივეირამაც იგივე გააკეთეს.

ეს იყო ღირსეული საქციელი, რომელიც აჩვენებს მოთამაშის პატივისცემას დიდებული კლუბის ისტორიის მიმართ და მის კარგ აღზრდაზე მეტყველებს“ – წერს corriere dello sport.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი