როგორც იცით, მიმდინარე სეზონისბოლოს მარკო როისი "დორტმუნდს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
კლუბის ლეგენდა უკანასკნელ დაპირისპირებას ყვითლების მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩაატარებს და დიდი შანსი აქვს, გუნდი დიდებული ტრიუმფით დატოვოს.
ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუ სად შეიძლება მან კარიერა გააგრძელოს, მაგრამ "დორტმუნდს" ემშვიდობება, რაც კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.