წავა თუ არა ოთარი შტურმიდან? - გადამწყვეტი 2 ფაქტორი იქნება » სპორტის ხაზი

წავა თუ არა ოთარი შტურმიდან? - გადამწყვეტი 2 ფაქტორი იქნება

წავა თუ არა ოთარი შტურმიდან? - გადამწყვეტი 2 ფაქტორი იქნება
8-05-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების შეტევის ხაზი საკლუბო დონეზე მშვენივრად გამოიყურება. გარდა იმისა, რომ მიქაუტაძე, ზივზივაძე და დავითაშვილი გოლს გოლზე იტანენ, ასევე ბრწყინვალეა ოთარ კიტეიშვილი, რომელიც შტურმისთვის უდიდეს ძალად ჩამოყალიბდა.

28 წლის ფეხბურთელი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ მედიაში საუბარი მის უკეთეს გუნდში ტრანსფერზე დაიწყო. როგორც იწერება, კიტეიშვილის პოტენციური ტრანსფერი 2 ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

პირველი შტურმის მომავალია. ფეხბურთელი ამბობს, რომ ავსტრიაში შტურმთან ერთად რაიმე ტიტულის მოგება სურს, მეორე კი ევრო 2024-ია.

გავრცელებული ინფორმაციით, კიტეიშვილს უკეთეს ლიგებში ასპარეზობის შანსი გაუჩნდა, დიდ სანაკრებო ფორუმზე დამაჯერებლად თამაში კი ხელს ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი