"ნახევარფინალიდან გამოვარდნა სირცხვილად არ მიმაჩნია" - ლუის ენრიკეს კომენტარი საპასუხო შეხვედრამდე » სპორტის ხაზი

"ნახევარფინალიდან გამოვარდნა სირცხვილად არ მიმაჩნია" - ლუის ენრიკეს კომენტარი საპასუხო შეხვედრამდე

"ნახევარფინალიდან გამოვარდნა სირცხვილად არ მიმაჩნია" - ლუის ენრიკეს კომენტარი საპასუხო შეხვედრამდე
7-05-2024, 14:18
Aa Aa
გაზიარება:

პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ დორტმუნდის ბორუსიასთან შეხვედრის წინ, კომენტარი გააკეთა.

"შანსები თანაბარია, პირველ შეხვედრაში სასურველი შედეგის მიღწევამდე ცოტა დაგვაკლდა. საპასუხო მატჩში ვიქნებით უფრო მომზადებულები და მოტივირებულები, რადგან პირველი თამაშის შემდეგ, გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ.

არ მიმაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოვარდნა სირცხვილი იყოს. ასე რომ მოხდეს, მივულოცავთ მოწინააღმდეგეს და მომავალ სეზონში მოგებას კიდევ ერთხელ ვეცდებით."
- თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის პირველი დაპირისპირება, ენრიკეს გაწვრთნილი გუნდის მარცხით, 0:1 დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი